ნივთის უკან დაბრუნების წესები:
14 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს უფლება აქვს,
გამყიდველს დაუბრუნოს შეძენილი ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ პროდუქცია ექვემდებარება უკან დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში
თუ დაცულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:
- - ნივთს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი , გაყიდვამდელი მდგომარეობა / იერსახე .
- კერძოდ, არ უნდა იყოს დარღვეული პროდუქციის პირვანდელი იერსახე, მოხსნილი იარლიყი და ნივთი არ უნდა იყოს ამოღებული მისი პირვანდელი შეფუთვიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ფუნქციონალის სრული სანახავად და შესამოწმებლად საჭირო ნივთის შეფუთვიდან ამოღება;
- - დარღვეული არ არის ნივთის შეფუთვის/ყუთის მთლიანობა;
- - ნივთი არ არის გამოყენებული, მოხმარებული;
- - ნივთის ყუთი და შეფუთვა არ არის დაზიანებული (გახეული, გაფხეკილი და ა.შ.). დაზიანებული არ უნდა იყოს არც თავად ყუთი/შეფუთვა და არც ყუთში თანმხლები აქსესუარები;
- - ნივთი არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რის გამოც მისი შემდგომი გაყიდვა, როგორც ახალი პროდუქტის, იქნება შეუძლებელი.
